logo
ENG



ბორელი: ევროკავშირმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა დააჩქაროს

13 მაი 202317:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/13/emf3oxzr1fz3w7u.jpg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა დააჩქაროს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ მხარდაჭერა. უკრაინას დღეში დაახლოებით 1000 საარტილერიო ჭურვი სჭირდება. დღეში 1000 მხოლოდ ქალაქ ბახმუტში.

თუ ჩვენ დღეს უკრაინას საბრძოლო მასალას არ მივაწოდებთ, უკრაინა თავის დაცვას ვერ შეძლებს", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ამასთან, ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალური შეხვედრის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა არის მსხვერპლი, რუსეთი კი აგრესორი, რომელსაც არ სურს ბრძოლის შეწყვეტა.


close დახურვა