logo
ENG



ბრალდება შანტაჟზე სისულელეა-ბასილაშვილის ყოფილი ცოლი პრესკონფერენციას გამართავს

25 მაი 202012:11
3 წუთის საკითხავი
clock 2055

ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც სპორტსმენს ძალადობაში ადანაშაულებს, დღეს პრესკონფერენციას გამართავს. 

როგორც ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე ამბობს, პრესკონფერენციაზე დაცვის მხარე საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ისაუბრებს. მისივე თქმით, ისინი ბასილაშვილის ოჯახის მიერ შანტაჟთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებსაც უპასუხებენ. 

"საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას საქმის მნიშვნელოვან დეტალებზე, ანუ ის რომ მტკიცებულებები არსებობს საქმეში და არ არის ისე, როგორც ამას წარმოაჩენს მეორე მხარე, თითქოს ეს უსაფუძვლო ბრალდებაა. ასე ნამდვილად არ არის და სწორედ ამაზე გაკეთდება კომენტარი. იქნება საუბარი იმაზე თუ რა ტიპის მტკიცებულებები გვაქვს და იმაზე, რომ ეს მტკიცებულებები მყარია. რაც შეეხება შანტაჟსმ ამ ბრალდებასაც ვუპასუხებთ, რა თქმა უნდა სისულელეა. ვიცით ყველაფრის შინაარსი, რაც ამოღებულია გამოძიების ფარგლებში. გამოძიებასთან შეთანხმებით ვისაუბრებთ, რადგან გამოძიება მიდის და დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ", - განუცხადა ადვოკატმა "ფორმულას". 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს და იმედოვნებს, რომ სასამართლო სიმართლეს დაადგენს. გარდა ამისა, შესაბამისი განცხადება ბასილაშვილის ოჯახმაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. 

 


close დახურვა