logo
ENG



ბრექსითის ბედი კვლავ გაურკვეველია, ლონდონის ქუჩებში აქციები არ წყდება

19 ოქტ 201919:57
3 წუთის საკითხავი
 
uiyje2y77d25n6v.png

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბრექსითის გარიგებასთან დაკავშირებით კენჭისყრა მომავალ კვირამდე გადადო. მიზეზი თემთა პალატის მიერ დღეს მიღებული შესწორება გახდა, რომელიც პრემიერ ჯონსონს ავალდებულებს, ევროკავშირს პროცესის გადავადების თხოვნით მიმართოს. 

ინიციატივას მხარი 322-მა დეპუტატმა დაუჭირა. თავად ჯონსონი აცხადებს, რომ პროცესის გაჭიანურებას არ აპირებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირი, გეგმის თანახმად, 31 ოქტომბერს დატოვოს. თემთა პალატაში დებატები მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ლონდონის ქუჩებში მილიონამდე ადამიანი გამოვიდა.

მათი თქმით, ბრექსითის გარიგებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება კვლავ ხალხმა უნდა მიიღოს. 

 


close დახურვა