logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის ხელისუფლება "ვაგნერის" შემცვლელს ეძებს

04 აპრ 202311:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/04/tvdp3lrnmxzc9ff.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში წერია, რომ რუსეთის სარდლობა, როგორც ჩანს, ქვეყნის შიგნით ალტერნატიული კერძო სამხედრო კომპანიების შესაქმნელად და განვითარებისთვის გზებს ეძებენ. საბოლოო მიზანი "ვაგნერის" შეცვლაა.

დაზვერვის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოსკოვი "ვაგნერის" დაქირავებულთა შემცვლელს ეძებს არის ის, რომ ჯგუფის დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს კონფლიქტი აქვს თავდაცვის სამინისტროსთან.

"მოსკოვი იმედოვნებს, რომ ალტერნატიული კერძო საბრძოლო ნაწილები უფრო მარტივად მოექცევიან კონტროლის ქვეშ."- წერია დაზვერვის განცხადებაში.

ასევე ბრიტანეთის დაზვერვა განცხადებით, მოსკოვს გონია, რომ "დაქირავებული პერსონალის მძიმე დანაკარგები უფრო მისაღებია რუსული საზოგადოებისთვის და არ იწვევს ქვეყანაში ომის საწინააღმდეგო განწყობების მკვეთრ ზრდას."


close დახურვა