დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი ამბობს, რომ ისინი უკრაინაში იარაღისა და ჭურვების გასაგზავნად საბრძოლო პროდუქციის წარმოებას აჩქარებენ.
მინისტრის თქმით, ბრიტანეთი შეძლებს საკუთარი მარაგების ამოვსებას და უკრაინისთვის საჭირო დახმარების გაწევას.
კითხვას - რამდენად აქვს ბრიტანეთს იმის პოტენციალი, რომ გააგრძელოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მინისტრი ასე პასუხობს: "ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი... ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიწოდების მიღება საკუთარი მარაგების ასავსებად და ასევე იმისთვის, რომ გარკვეული ნაწილი უკრაინის გადავცეთ", - თქვა მან.
უოლასი აღნიშნავს, რომ ადრე, სახელმწიფოები ათვალიერებდნენ თავიანთ მარაგებს და სხვა ქვეყნების დასახმარებლად ირჩევდნენ ისეთ აღჭურვილობას, რომელიც მათ არ სჭირდებოდა, თუმცა, ახლა სულ სხვა სიტუაციაა, "სულ სხვა თამაშია, უფრო აგრესიული და საშიში რუსეთის გამო".