პაატა ბურჭულაძის ამბობს, რომ ჩამოყალიბდა თემატური ჯგუფი, რომელიც "თავიანთ საქმეში კომპეტენტური ადამიანებით არის დაკომპლექტებული".
"უკვე 6 თვეა ჩვენმა ქვეყანამ ფაქტობრივად ევროინტეგრაცია შეაჩერა, რეფორმა არ კეთდება. ამიტომ ჩვენ შევქმენით თემატური ჯგუფი იმ ადამიანების მიხედვით, ვინც თავიანთ საქმეში ძალიან კომპეტენტურები არიან და ისინიც სხვებს გვერდში ამოიყენებენ", - თქვა მან.
ბურჭულაძის თქმით, ჯგუფის "ადამიანურ მიმართულებას" მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩაუდგება სათავეში.
ჯგუფს უხელმძღვანელებენ:
- საგარეო მიმართულებით გიგი კუბლაშვილი
- იუსტიციის მიმართულებით გია ქავდარაძე
- კულტურის მიმართულებით ნინო ჟვანია
- სამართლის მიმართულებით მამუკა ახვლედიანი
- საარჩევნო მიმართულებით აკაკი ხუსკივარი,
- ადამიანის უფლებების მიმართულებით ნიკა სიმონიშვილი
- ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით გიორგი ქადაგიძე
- განათლების მიმართულებით ლელა ჯეჯელავა
- ჯანდაცვის მიმართულებით გიორგი ჩახუნაშვილი
"ეს ჯგუფი ახლა ამზადებს დოკუმენტებს, რომ მზად ვიყოთ, როცა საჭირო იქნება, რომ ვანახოთ [დასავლეთს] რომ ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში არ გავჩერებულვართ და მივდიოდით ევროპისკენ", - თქვა პაატა ბურჭულაძემ.
