დემოკრატიული პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და დუმის წევრებს შეხვდა. პარტიის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცადებაში აღნიშნულია, რომ ბურჯანაძემ ყველა შეხვედრაზე ყურადღება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე გაამახვილა. დღეს კი ნინო ბურჯანაძე შეხვედრას ფედერაციის საბჭოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან და რუსეთის დუმის პირველ ვიცე-სპიკერთან გეგმავს.