logo
ENG



ბურჯანაძე ტელევიზიების ინკასოზე: მე მაქვს ეჭვი რომ ეს შემთხვევითი შეიძლება არ იყოს

20 მარ 202022:23
3 წუთის საკითხავი
 

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ტელეკომპანია პირველისა და მთავარი არხზე ინკასოს დადების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც ბურჯანაძემ გადაცემაში განაცხადა ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ნაბიჯი არაკეთილსინდისიერი საქციელია, ვინაიდან ერთის მხრივ ამ ეტაპზე ადამიანების უხელფასოდ დატოვება დაუშვებელია, მეორეს მხრივ კი როგორც ბურჯანაძემ განაცხადა ინკასოს დადება კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებზე მიზანმიმართული ქმედებაა.

„ჟურნალისტები მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში, განსაკუთრებით ოპერატორები და ჟურნალისტები, ვინც მოძრაობენ საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად და ახლა ამ ადამიანების უხელფასოდ დატოვება სახელმწიფო გადაწყვეტილებით ეს არის წარმოუდგენელი. არც ერთ ადამიანს, რომლებიც ახლა რჩებიან უმუშევრები ან მიდიან უფასო შვებულებაში, არცერთს არ აქვს დაგროვებული თანხა, რომ რამდენიმე თვე მან შეძლოს ოჯახის გამოკვება, ამიტომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღოს. მე მაქვს ეჭვი იმასთან დაკავშირებით რომ ეს შემთხვევითი შეიძლება არ იყოს და ძალიან არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთ უგუნურებას გამოიჩენს ხელისუფლება და უზნეოდ, მოიქცევა იმიტომ რომ, ერთია ამ ადამიანების ხელფასით უზრუნველყოფა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის, რომ რეალურად მართლაც საფრთხის წინაშე დადგა ის ტელევიზიები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები. სწორედ ასეთ დროს უნდა ვილაპარაკთ ის რაც არის სწორი და არ უნდა დავუშვათ არასწორი ნაბიჯების გადადგმა არავის მხრიდან. თუ ტელევიზიებმა არ მიაწოდეს ობიექტური ინფორმაცია, ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები გველოდება წინ რომ შეიძლება კორონავირუსი იმასთან არაფრად არ მოგვეჩვენოს. ასევე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათ არ მიმართეს, რაც ტყუილია, ორივე ტელევიზიამ მიმართა რომ გადაევადებინათ ინკასოს დადება. ფინანსთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ  არა მარტო ამ ტელევიზიებს, სხვა ათასობით კომპანიებსაც დაედოთ ინკასო, მით უარესი თქვენთვის ბატონო მინისტრო“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ტელეკომპანია მთავარისა და ტვ პირველის ანგარიშებს ინკასო დაედოთ.

 


close დახურვა