ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის განცხადებით, დაახლოებით 17 წლის წინ ვაგნერის დაჯგუფების დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი G8-ის სამიტზე მის მაგიდას ემსახურებოდა. ამის შესახებ მან იალტის ევროპული სტრატეგიის კონფერენციაზე ისაუბრა.
კითხვაზე, "შოკისმომგვრელი" იყო თუ არა ცნობები პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში დაღუპვის შესახებ, ბუშმა თქვა:
"არა. ჩემთვის შოკისმომგვრელი ის არის, რომ მეორე დღეს ვნახე პეტერბურგში G8-ის სამიტის ფოტო ვნახე, სადაც ის (პრიგოჟინი) აღმოჩნდა კაცი, რომელიც რომელმაც კერძები მომართვა. ის პუტინის შეფ-მზარეული იყო".
2006 წლის 14 ივლისს დათარიღებულ ფოტოზე ჩანს, რომ სადილს ვლადიმერ პუტინი და ჯორჯ ბუში ცოლებთან ერთად ესწრებიან, მაგიდას კი ვაგნერის აწ უკვე გარდაცვლილი მეთაური ემსახურება.
***
23 აგვისტოს ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია. როგორც TASS-მა Rosaviatsia-ზე დაყრდნობით დაწერა, მგზავრთა სიაში ირიცხებოდა ევგენი პრიგოჟინიც, თუმცა თავდაპირველად მისი ბორტზე ყოფნა ოფიციალურად არ დასტურდებოდა.
ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.