logo
ENG



გაბუნია: ვფიქრობთ, ვაქცინაზე საყოველთაო რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება

25 მარ 202112:13
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: ვფიქრობთ, ვაქცინაზე საყოველთაო რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე საყოველთაო რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება. ამ ეტაპზე ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 65 წელს ზევით ადამიანებს აქვთ.

როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე ისაუბრა, უშუალოდ საყოველთაო ვაქცინაცია მესამე, მეოთხე კვარტალში დაიწყება.

"ვფიქრობთ, აპრილის შუა რიცხვებამდე ჩვენ საყოველთაო რეგისტრაციას დავიწყებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სიაში მყოფ ადამიანს ხვალვე შეგვიძლია, შევთავაზოთ ვაქცინა. საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მესამე, მეოთხე კვარტალში, ასეა გეგმით განსაზღვრული", - თქვა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 და ფაიზერის 29 250 დოზაა შემოსული. მთავრობის ცნობით, ასტრაზენეკას დამატებით პარტიას მარტის ბოლომდე ელოდებიან. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში მალე ჩინური ვაქცინაც ხელმისაწვდომი იქნება. 


close დახურვა