logo
ENG



გაბუნია ექთანზე: შემთხვევის გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო

18 მარ 202117:48
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია ექთანზე: შემთხვევის გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო. ახალციხის კლინიკაში ექთანი ვაქცინის გაკეთების შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია.

"დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა გამოძიება ამ შემთხვევის, როგორც ეს ხდება გვერიდით მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა იმისთვის, რომ დადგინეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის", - თქვა გაბუნიამ.

მისი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება. ექთანი თბილისში გადმოჰყავთ.

დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექთანი მართვით სუნთქვაზეა.


close დახურვა