logo
ENG



გადამწყვეტი ბრძოლა - დროება

26 თებ 202320:14
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ომი თავისუფალი სამყაროს გადასარჩენად უკრაინის მიწაზე - მკვლელობა, სადიზმი, ცინიზმი, თავდადების, გაუტეხელობის და მედეგობის წინააღმდეგ. უკრაინა ერთი წლის წინ ხელახლა დაიბადა და არჩევანის გარეშე დარჩენილმა ყველას აჩვენა, რომ დანებებას არ აპირებდა. პროგნოზების და მეტიც ბევრი სადაზვერვო მონაცემის მიხედვით კიევი 72-დან 96 საათში უნდა დაცემულიყო, მაგრამ ასე არ ფიქრობდა ზელენსკი და უკრაინა. დღეს, ერთი წლის შემდეგ უკვე ველოდებით როდის და რა ფორმით გაფორმდება ფურცელზე ოფიციალური კიევის გამარჯვება. დროება ომის დაწყებას უკრაინაში ფრონტის ხაზზე შეხვდა და იმის შემდეგ ომის ქრონიკები ჩვენთვის მხოლოდ მოვლენათა ქრონოლოგია არაა.


close დახურვა