logo
ENG



გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ქარხანაში მუშა გარდაიცვალა

03 იან 202211:28
3 წუთის საკითხავი
 

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში სილიკონ-მარგანეცის ქარხანაში მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 2 იანვარს მოხდა.

როგორც, ინფო რუსთავი წერს მუშას წყლის გამაგრილებელ რეზერვუართან მუშაობისას ფეხი დაუცდა და რეზერვუარში ჩავარდა. მათივე ინფორმაციით, მუშა ადგილზევე გარდაიცვალა და ცხედრის ამოსაყვანად მაშველებს 1 საათი დასჭირდათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

ფორმულა დაუკავშირდა შსს-ს, დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


close დახურვა