logo
ENG



გათავისუფლებულ ხერსონში ომის დაწყების შემდეგ კიევიდან პირველი მატარებელი ჩავიდა

19 ნოე 202215:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/19/a6s9ucbdmqe1lxo.jpeg

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში კიევიდან პირველი მატარებელი ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მატარებელმა დედაქალაქი 18 ნოემბრის საღამოს დატოვა - ვაგონში იმყოფებოდა 200 მგზავრი, რომლებმაც "გამარჯვებისკენ" ბილეთები იყიდეს. მატარებლის ვაგონები უკრაინელი მხატვრების მიერ იყო მოხატული, ეს პროექტის "მატარებელი გამარჯვებისკენ" ფარგლებში განხორციელდა. პროექტი Ukrzaliznytsia-სა და UNITED 24-ის ერთობლივი ძალისხმევით შედგა.

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.

11 ნოემბერს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია სექტემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს.

14 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა.

"ჩვენ წინ მივდივართ, ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის."- განაცხადა ზელენსკიმ ქალაქის მთავარ მოედანზე.


close დახურვა