![2022/04/17/yoe0su2sa99pjg5.jpg](/uploads_script3/articles/2022/04/17/yoe0su2sa99pjg5.jpg)
ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ბზობის კვირას სევეროდონეცკში ტაძარი დაბომბეს. გაიდაი დაბომბილი ტაძრის ფოტოებსაც აქვეყნებს.
"ეს სევეროდონეცკში მაცხოვრის შობის ტაძარზე მე-4 თავდასხმაა. ამჯერად ჭურვები სახურავს მოხვდა. ორკებს ღმერთთან შერკინება მოსწონთ, უკვე 10-მდე რელიგიური შენობ დააზიანეს ლუგანსკში", - წერს გაიდაი.