logo
ENG



გალის რაიონში კომენდანტის საათი ამოქმედდა

28 მარ 202023:53
3 წუთის საკითხავი
 
n2gi4x2pt1fe6eh.jpg

გალის რაიონში კომენდანტის საათი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ე.წ. საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის მიზნით, დე-ფაქტო მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 28 მარტიდან კომენდანტის საათი ამოქმედდეს, რომელიც 0:00-დან 06:00-მდე იმოქმედებს.

ცნობილია ისიც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა ამოქმედებული და შესაბამის "დადგენილებას" ​ხელი დე-ფაქტო პრეზიდენტმა ვალერი ბგანბამ მოაწერა. სწორედ ამ "დადგენილებაში" აღნიშნულია, რომ ე.წ. მთავრობას შეუძლია ოკუპირებული რეგიონის ნებისმიერ ლოკაციაზე საჭიროების მიხედვით გამოაცხადოს მათ შორის კომენდანტის საათი. 

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა 28 მარტს შევიდა ძალაში და ის 20 აპრილამდე იმოქმედებს. 


close დახურვა