logo
ENG



გამოვლინდა​ კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 59 ადამიანი

07 დეკ 202110:58
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათში ​ კორონავირუსის ​4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჩატარდა 47 328 ტესტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.53%-ია. ბოლო 14 დღის მაჩვენებლი - 8.52%, 7 დღის - 8.13%.

გარდაიცვალა 59 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 12 466 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 871 შემთხვევა, აჭარა - 194, იმერეთი - 804, ქვემო ქართლი - 269, შიდა ქართლი - 343, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 366, კახეთი - 258, მცხეთა-მთიანეთი - 148, სამცხე-ჯავახეთი - 113, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 43.

ამ დროისთვის ერთდროულად ინფიცირებულია 45 216 ადამიანი, საიდანაც: 

6 545 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 602, აჭარაში - 530, იმერეთში - 1 373.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 681 პირი, მათ შორის, თბილისში - 613, აჭარაში - 132, იმერეთში - 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 368 პირი,  მათგან თბილისში - 201, აჭარაში - 39, იმერეთში - 32.

1 135 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 690 - თბილისში, 278 - აჭარაში.

37 536 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 


close დახურვა