მწვანე ენერგეტიკა და საქართველოს პოტენციალი - ქვეყანაში, სადაც მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა საშუალოდ 2200 მზიან საათს შეადგენს, ამ ბუნებრივი და ამოუწურავი რესურსის პოტენციალი თითქმის აუთვისებელია. სახელმწიფო განახლებადი ენერგიის წყაროების შექმნაზე დაბალი ტემპით მუშაობს, ბიზნესი და შინამეურნეობები კი მზად არიან ენერგოეფექტურსა და ეკოლოგიურად სუფთა სისტემაზე გადაერთონ. ინგრევა შექმნილი სტერეოტიპი, რომ მზის პანელებისა და ქარის სადგურები ძვირი სიამოვნებაა, ყველა ვინც დათვლა იცის, ხედავს, რომ სარგებელი პირველად დანახარჯს მკვეთრად აღემატება. განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნაცაა. ევროკავშირმა უკვე დახარჯა მილიონობით ევრო სოფლად მზის ენერგიის პოპულარიზაციისთვის, განხორციელებული პროექტების ავტორები თავად მოყვებიან იმ სარგებელზე, რომელიც მომავლის ტექნოლოგიამ მათ მოუტანა.
გამოუყენებელი ენერგია - დროება
11 დეკ 202220:32
3 წუთის საკითხავი