დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, არ უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოში კორონავირუსი დავამარცხეთ და რეკომენდაციების დაცვა გავაგრძელოთ, ვინაიდან, მისი თქმით, არაერთი დაკვირვება აჩვენებს, რომ ქვეყანაში ვირუსი ცირკულირებს.
"38, 30 თუ 25 ახალი შემთხვევა სრულად მართვადია საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის. მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ჩვენ, ქართველემა დავამარცხეთ კორონავირუსი. ინფექცია არ დაგვიმარცხებია, ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში. ამაზე ბევრი კვლევა და ბევრი დაკვირვება მიუთითებს. თუ არ დავიცავთ იმ ელემენტარულ რეკომენდაციებს, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ და თავიც მოვაბეზრეთ მოსახლეობას - პირბადის, დისტანციის დაცვის, ხელების ხშირი დაბანის, სანიტარული პირობების დაცვის და დიდი არშეკრებების შესახებ, რასაც, სამწუხაროდ, უკვე არ იცავს მოსახლეობის უმრავლესობა მაღაზიებში, დახურულ სივრცეებში და ა.შ, დადგება ფართომასშტაბიან გავრცელების საშიშროება". - თქვა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
დრეს, 2 სექტემბერს, საქართველოში ახალი კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 22 ბათუმს და საკონდიტრო დონას უკავშირდება. 5 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია.
26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში ახალი კორონავირუსის 1548 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 1270 გამოჯანმრთელდა, 19 - გარდაიცვალა.