დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ აიცრება.
"29 აპრილს გამდის ის 4-თვიანი, ანუ 120-დღიანი ვადა. შემდეგ აღდგომაა. ვეცდები რომ აღდგომის შემდგომ, პირველივე დღეებში ავიცრა. არ ავიცრები ისეთი ვაქცინით, რომელიც სალაპარაკო გახდეს მოსახლეობისთვის. ავიცრები როგორც რიგითი მოქალაქე, რაც მას ეკუთვნის", - ამბობს ამირან გამყრელიძე გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა.
შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა.