logo

გამყრელიძე: ორშაბათ-სამშაბათიდან სინოფარმის დასაჯავშნად 30 კაბინეტი დაემატება

07 მაი 202112:26
3 წუთის საკითხავი
clock 258
გამყრელიძე: ორშაბათ-სამშაბათიდან სინოფარმის დასაჯავშნად 30 კაბინეტი დაემატება
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, მომდევნო კვირის დასაწყისში, 10-11 მაისს სინოფარმის ვაქცინის დასაჯავშნად 30 კაბინეტი დაემატება. მისი თქმით, ვაქცინაციის ჯავშნები სწრაფად ივსება თბილისში და სწორედ ამან გამოიწვია პრობლემა.

"ორშაბათ-სამშაბათიდან სინოფარის დასაჯავშნათ 30 კაბინეტი დაემატება და პრობლემა მოიხსნება", - ამბობს გამყრელიძე, რომელიც, ასევე განმარტავს, რომ სინოფარმზე, ამჟამად 25 ათასზე მეტი ჯავშანია და მარაგშია 50 ათასი დოზა.

ამირან გამყრელიძემ, ასევე თქვა, რომ "კოვაქს პლატფორმაზე", რომელთანაც საქართველო შეთანხმებულია ვაქცინების მოწოდებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, დაემატოს ამერიკული ნოვავაქსი და ჯონსონი&ჯონსონი.

 

close დახურვა