logo
ENG



გაჩუმდი თორემ!.. - დროება

04 დეკ 202220:27
3 წუთის საკითხავი
 

ცივილიზებული სამყარო პუტინის ბოროტებას ებრძვის. აი საქართველოს ხელისუფლება კი საზოგადოებასთან საბრძოლველად იცლის. "გაჩუმდებოდეს, თორემა...“ ეს ჯავახიშვილის ჯაყოს სიტყვებია ამ სიტყვით შეაშინა და გააჩუმა მარგო სანამ საწადელს მიაღწევდა. სწორედ ამ ორ სიტყვაში და შემდგომ ქმედებაში ეტევა ის რასაც ახლა ქართული ოცნება ჩადის განსხვავებულ აზრთან ბრძოლაში. ივანიშვილის მთავრობა, მისი თაოსნობით, ტოტალიტარიზმის მარწუხებში აქცევს ბოლო, აქა-იქ შემორჩენილ თავისუფალ სიტყვას. დღეს ამ გუნდის მთავარი მიზანი მოქალაქეების ისე დაშინებაა, რომ თვალსაზრისის საჯაროდ გამოხატვა აღარავის მოუნდეს. მკაცრი სიგნალები გასულ კვირას ოპოზიციურ განწყობებში შემჩნეულ ბიზნესებსაც დაეგზავნა. როგორ ვაკონტროლოთ ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების და რიგითი ადამიანების თავისუფალი სიტყვა.


close დახურვა