logo
ENG



გახარია: არასოდეს გამოხატვის თავისუფლება ისეთი დაცული არ ყოფილა, როგორც არის დღეს

17 დეკ 201911:44
3 წუთის საკითხავი
 
goap6swdyirn3wc.jpg

„არასოდეს გამოხატვის თავისუფლება ისეთი დაცული, ღია და ტრანსფარენტული არ ყოფილა, როგორც არის დღეს,“ - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ, ელცების კონფერენცია 2019-ზე, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი განცხადებით, ისინი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აქციების დაშლასთან დაკავშირებით, რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან.

„აქციის დაშლასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა სრულად მივაწვდით რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ყველა იმ ნაბიჯში, რომელიც იყო აქციების დროს განხორციელებული სამართალდამცავი სისტემის შემდეგ, არასოდეს გამოხატვის თავისუფლება ისეთი დაცული, ღია და ტრანსფარენტული არ ყოფილა, როგორც არის დღეს. ეს ფაქტია და ამას მე კი არ ვაფასებ მარტო, ამას აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ა.შ.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2019” იმართება.


close დახურვა