logo
ENG



გახარია: სოციალურად დაუცველები 6 თვის განმავლობაში 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ

24 აპრ 202014:03
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ისაუბრა იმ სოციალურ დახმარებებზე, რომლიტაც პანდემიის დროს მოქალაქეები ისარგებლებენ.

„გყვავს დიდი მოცულობის სოციალურად დაუცველი მოქალაქეები. არ შეგვეძლო დაგევტოვებინა სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე. 6 თვეში დამატებით საშუალოდ 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ:

ოჯახები, რომელთაც სარეიტინგო ქულაა 65 000-დან 100 000-მდე. ეს არის საქართველოში 70 000 ოჯახი და 190 000 მოქალაქე; 

გარდა ამისა, ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 100 000-მდე და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი სახელმწიფო დაეხმარება 600 ლარის ოდენობით. ასეთი ოჯახების რაოდენობა არის 21 000 ოჯახი, ეს არის 130 000 ადამიანი. მრავალშვილიანი ოჯახები მოწყვლადი ფენაა და მათ სსჭირდებათ ფინანსური დახმარება;

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და შშმ ბავშვები ისარგებლებენ 600 ლარის დახმარებით, საქართველოში ასეთია 40 000 მოქალაქე; 

პენსიონერებზე ზრუნვა საკანონმდებლო დონეზე იქნება გამყარებული. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფასების ზრდას უზღვევს პენსიონერებს. 2021 წლიდან პენისონერებს გაარნტირებულად გაეზრდებათ პენსია 20 ლარი, ხოლო 70 წელს ზევით 25 ლარით, ეს არის გარანტირებული ქვედა ზღვარი. ამით 410 000 საქართველოს პენსიონერი ისარგებლებს“, - განაცხადა გახარიამ. 


close დახურვა