logo
ENG



გახარია კალაძეზე: ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წევრია

07 დეკ 201917:30
3 წუთის საკითხავი
 
1g7ric0pidiqnt9.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისის მერის კახა კალაძის შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ჩართვის თაობაზე პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, კალაძე მმართველი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წევრია. 

 

"ბატონი კახა კალაძე ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“, ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია. ის ძლიერი მენეჯერი, თბილისის საუკეთესო, წარმატებული მერია, რომელიც ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს დედაქალაქის მასშტაბით. ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, არის კომენტარის გულისთვის მოყვანილი კითხვები. გუნდში არანაირი დაძაბულობა არ არსებობს", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ცნობისთვის, ვარკეთილში მერიის პროექტით კორპუსების აშენების სურვილი „ინო კონსტრაქშენმა“ გამოთქვა, თუმცა აუქციონის გამარჯვებულად მერიამ კალაძის მეგობრისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია წულაიას კომპანია „არქი“ დაასახელათბილისის მერი არ ადასტურებს, რომ სწორედ შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე დაწყებული გამოძიება გახდა იმის მიზეზი, რომ გუშინ ის უმრავლესობის სხდომას არ ესწრებოდა. კახა კალაძის განმარტებით, „ოცნების“ ოფისში ის იმის გამო ვერ მივიდა, რომ გამგეობების ანგარიშს ისმენდა.


 

 


close დახურვა