logo
ENG



გახარია ფრენების აღდგენაზე: დამოკიდებულია რუსეთსა და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე

22 აგვ 202011:37
3 წუთის საკითხავი
 
გახარია ფრენების აღდგენაზე: დამოკიდებულია რუსეთსა და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ ფრენების აღდგენა რუსეთზეა დამოკიდებული. 

როგორც გახარია განმარტავს, პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო. 

"საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია. დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე და რა თქმა უნდა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთში ასევე საქართველოში", - ამბობს გიორგი გახარია. 

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება.

სერგეი ლავროვის განცხადებას პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხში გამოეხმაურა. ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთთან ავიამიმოსვლა რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და აღდგენაც მოსკოვზეა დამოკიდებული.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეაჩერა.  


close დახურვა