logo
ENG



გედევან ფოფხაძე: თქვენი ადგილი არის ციხეში და არა სასამართლოში

22 ოქტ 201916:26
3 წუთის საკითხავი
 
te81kshi1eoft64.jpg

უვადო მოსამართლეობის კანდიდატს გედევან ფოფხაძემ შანტაჟისტი უწოდა და განაცხადა, რომ მისი ადგილი უნდა იყოს ციხეში.

ამჯერად ერთმანეთს გედევან ფოფხაძე და გიორგი მიქაუტაძე დაუპირისპირდნენ.

ვახტანგ შარაქაშვილის კითხვა მიქაუტაძეს სწორედ გედევან ფოფხაძემ დაუსვა: „რატომ უნდა იყოთ თქვენ მოსამართლე იმის მერე, რაც იყავით სააკაშვილის რეჟიმის დროს მოსამართლე, რა მორალური უფლება გაქვთ?“ რაზეც მიქაუტაძემ უპასუხა, რომ მას არ ესმის, რას უწოდებენ სააკაშვილის რეჟიმს.

„არ მესმის, რას უწოდებთ სააკაშვილის რეჟიმს. მე 2012 წლიდან ვიყავი მოსამართლე, იქამდე კი პროკურატურაში ვმუშაობდი.“ - განაცხადა მიქაუტაძემ

„გქონდათ თუ არა უფლება, ორი თვით ვატო შაქარააშვილი გაგეშვათ ციხეში, როცა ის იბრძოდა იმისთვის, რომ ქართველ ხალხს უკეთესად ეცხოვრა. სამწუხაროდ, ვატო შაქარაშვილი, ისევე როგორც ბევრი სხვა, მოვისროლეთ და პორტირებული ნაციონალებით ავავსეთ აქაურობა. თქვენც ასეთი შემთხვევა ხართ. თქვენ რომ ცოტა მაინც პატივისცემა გქონოდათ 2012 წლის პირველი ოქტომბრის, ჩუმად მაინც იქნებოდით და შანტაჟისტი არ გახდებოდით „ქართული ოცნების“. თქვენ ჩვეულებრივი შანტაჟისტები იყავით, ის მოსამართლეები, რომლებისთვისაც საკუთარი თანამდებობი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ის კლანიც ამ გენეტიკითაა ფორმირებული. ეს არის კლანი, რომლის ამოცანაცაა დააშანტაჟოს პარლამენტი, დააშანტაჟოს ქართველი ხალხი და ამის ხარჯზე მიიღოს თანამდებობები. თქვენ ხართ ადამიანი, რომლის ადგილიც უნდ აიყოს ციხეში და არა სასამართლოში“ - განუცხადა გედევან ფოფხაძემ გიორგი მიქაუტაძეს.

უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა პარლამენტარს უპასუხა, რომ ეს მისი აზრია და ამას ვერ შეაფასებს.

გიორგი მიქაუტაძის მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხმაურით მიმდინარეობს. 


close დახურვა