logo
ENG



გელენჯიკთან რუსული საჰაერო თავდაცვის ჩამოგდებული დრონი სანაპიროზე ჩამოვარდა: არის მსხვერპლი

03 აგვ 202614:32
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/03/giumr6wdwzbbcik.jpg

რუსეთში, ქალაქ გელენჯიკთან ახლოს მდებარე დასასვენებელ ბაზა „რასსვეტზე“, რომელიც მოსკოვის ოლქის ქალაქ რეუტოვში მდებარე ცნობილი საწარმოს, „ნპო მაშინოსტროენიას“ პირად ბაზას წარმოადგენს, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ არაეფექტიანად განეიტრალებული დრონი პირდაპირ პლაჟზე მყოფ დამსვენებლებს დაეცა.

ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დასასვენებელი ბაზა „რასსვეტი“ ისტორიულად სარაკეტო კონსტრუქტორების დასვენების ადგილია. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაპირო ზოლში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი პოზიციაა განთავსებული.

მომხდართან დაკავშირებით ვრცელდება ვიდეომასალაც, სადაც დრონის ჩამოვარდნამდე სროლის ხმები ისმის. გავრცელებული ვერსიით, უპილოტო საფრენი აპარატი სწორედ რუსული საჰაერო თავდაცვის ძალების არასწორი და მცდარი მოქმედების შედეგად ჩამოוגდეს, რამაც ის დასასვენებელ და სავსე სანაპირო ზონაში ჩამოიტანა.


close დახურვა