logo
ENG



გენშტაბი: უკრაინამ რუსეთში კიდევ ერთ სამხედრო აეროდრომს დაარტყა

09 ივნ 202512:57
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/09/oy0pyysegee1d2z.png

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 9 ივნისის ღამით იერიში მიიტანეს რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომ „სავასლეიკაზე“. ოპერაცია უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა თავდაცვის სხვა სტრუქტურებთან ერთად განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

რუსეთი აღნიშნულ ბაზას რეგულარულად იყენებს უკრაინაზე საჰაერო იერიშებისთვის — მათ შორის MIG-31K ტიპის გამანადგურებლების ასაფრენად, რომლებიც „კინჟალის“ ტიპის რაკეტებით არიან აღჭურვილი.

წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია ორი ერთეული ავიატექნიკა, სავარაუდოდ, MIG-31 და Su-30 ან Su-34. დაზიანების ზუსტი შედეგები ჯერ უცნობია.


close დახურვა