გერმანია ზაფხულის ბოლომდე უკრაინას კიდევ 30 საზენიტო ჯავშან მანქანა - Gepard-ს გადასცემს. ინფორმაციას Spiegel ავრცელებს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 15 საზენიტო ჯავშან მანქანა უკრაინას ივლისის შუა რიცხვებში გადასცემს, დანარჩენ 15-ს კი აგვისტოს ბოლომდე.
უწყებაში ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში უკრაინასა და გერმანიას შორის ხელი მოეწერება შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინელი სამხედროები გაივლიან გადამზადებას, ასევე მათ სავარჯიშო პოლიგონების ნაწილში დაეხმარება.