logo
ENG



გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი: COVID 19-ისთვის 5-დღიანი კარანტინი სრულიად საკმარისია

06 სექ 202016:35
3 წუთის საკითხავი
 
dwy66qy2x0042r3.jpg

პროფესორი კრისტიან დროსტენი, რომელიც გერმანიაში ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლას სათავეში უდგას, ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის გამოვლენისთვის 5-დღიანი სრულიად საკმარისია. 

გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი მიიჩნევს, რომ სტანდარტი, 2 კვირა კარანტინისთვის ძალიან ხანგრძლივია. 

მისი თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ 5 დღის შემდეგ ინფექცია გადამდები არ არის. 

აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ კრისტიან დროსტენის მტკიცებაა და საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოება ამაზე არ შეთანხმებულა. 

გერმანელი ვირუსოლოგისვე განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, კარანტინი მასობრივ ჩაკეტვაში არ გადაიზარდოს. 

"აზრი არ აქვს სკოლების, სხვადასხვა სამუშაო ადგილების ჩაკეტვას 1-კვირაზე მეტი ხანგრძლივობით". - ამბობს დროსტენი და დასძენს, რომ მოკლევადიანი კარანტინი საზოგადოებისთვისაც მეტად მისაღები იქნება. 

ეს არ ნიშნავს, რომ გარკვეული ტიპის ჩაკეტვა საჭირო არ იქნება. გერმანიის ზოგიერთ ქალაქში - ბადენ-ვიურტემბერგში, ბავარიასა და ბრემენში ინფიცირების რიცხვი იზრდება, თუმცა, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები რეგიონალურ დონეზე მოგვარდება. 

დროსტების კიდევ ერთი რეკომენდაციაა, ახალი კორონავირუსის ტესტი 5-დღიანი კარანტინის შემდეგ ჩატარდეს. 

საქართველოში 14-დღიანი კარანტინი 12-დღიანით რამდენიმე კვირის წინ შეიცვალა. 


close დახურვა