logo
ENG



გერმანიის საელჩო გაწვევაზე: სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია

09 მარ 202314:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/09/fgof8jvime7yinp.jpg

გერმანიის საელჩო მიესალმება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევის დაპირებას. საელჩოში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"განსაკუთრებით მივესალმებით მოსახლეობასთან დიალოგის გამართვის ინიციატივას. პროცესში შესაბამისი ჯგუფების ჩართვა და პროფესიული დიალოგი ყველა დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის საფუძველს წარმოადგენს. მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, ერთად გადადგან აუცილებელი ნაბიჯები საქართველოს ევროპული მომავლისათვის", - აცხადებენ საელჩოში.

ქართული ოცნებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ  რუსულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გაიწვევს.

მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაა საუბარი კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიაზე, რომელსაც ე.წ. ამერიკულ ვარიანტს უწოდებდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები არ ჩატარდება. დღეს პარლამენტის აპარტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ "ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება".


close დახურვა