logo
ENG



გვარამია: ასეთი მასობრივი გაჭირვების დროს ინკასოს დადება არის უსინდისობის პიკი

21 მარ 202012:48
3 წუთის საკითხავი
 

 

ტელეკომპანია „მთავარისა“ და „TV პირველის“ ანგარიშებს კვლავ ინკასო ადევთ. ტელეკომპანიების წარმომადგენლების შეფასებით, საგადასახადო სანქციები კრიტიკული მედიის გაჩუმებას ისახავს მიზნად. მეტიც, ჟურნალისტებს, რომლებსაც საფრთხის პირობებში უწევთ მუშაობა და მოსახლეობის ინფორმირება, ხელისუფლება შერმოსავლის გარეშე ტოვებს.

„ცხადია, რასაც აკეთებს ხელისუფლება - ის ცდილობს, რომ ჩამოიშოროს კრიტიკული მედიები. საგანგებო მდგომაეობის გამოცხადებით, როგორც ჩანს,  მედიის ჩამოშორება ვერ შეძლეს, დავაკვირდებით ასევე პროცესებს, ვის დაადებენ ინკასოს და ვის - არა, იმიტომ რომ ახლა დაიწყება გადასახადების მასობრივად ვერგადახდა. ასეთი მასობრივი გაჭირვების დრო ეს არის უსინდისობის პიკი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, გადასახადის გადაუხდელობის გამო ინკასო რამდენიმე ათას კომპანიას დაედო, მათ შორის მოხვდნენ ტელეკომპანიებიც.

 


close დახურვა