logo
ENG



გზა ნაცობიდან ქოცობამდე - ხელისუფლებების უცვლელი მაჟორიტარული ელიტა

26 ივლ 202020:20
3 წუთის საკითხავი
clock 305

20 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მათ შორის არიან ექიმები, ფეხბურთელები, ბიზნესმენები, გუბერნატორები, მომღერალი. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის ეს სახეები კარგადაა ცნობილი - ისინი მუდმივი ელიტის წარმომადგენლები არიან. იცვლება ხელისუფლებები, ხოლო ელიტა - არა.

ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკას პოლიტიკოსებისგან ცლის და ცდილობს, პარლამენტში მიიყვანოს მენეჯერები, ფუნქციონერები და არა პოლიტიკოსები, ისინი, ვინც პოლიტიკა გააზრებულად უნდა აკეთონ.

პოლიტიკური, იდეოლოგიური ხედვის, მიზნებისა და ამბიციებისაგან დაცლილი კლასი ქვეყნის რეფორმირებასა და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ამბიციურ გეგმაზე პასუხისმგებლობას რომ ვერ აიღებს, „ოცნების“ მმართველობის ბოლო წლები ამის საუკეთესო მტკიცებულებაა. მათ უკეთეს შემთხვევაში უძრაობის გარანტორებად შეუძლიათ სადეპუტატო პულტებით ხელში ოლიგარქ დირექტორთან სამსახურში იყვნენ.

„დროების“ სიუჟეტში გაიგებთ ახალი, უმეტეს შემთხვევაში კარგად ნაცნობი და ძველი ელიტის შესახებ, რომლებიც მზად არიან, ელიტარულ უძრაობას კვლავ ბურჯად შეუდგნენ.


close დახურვა