logo
ENG



გიგი უგულავა მარნეულის იზოლატორშია გადაყვანილი

29 ნოე 202117:10
3 წუთის საკითხავი
 
გიგი უგულავა მარნეულის იზოლატორშია გადაყვანილი
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

გიგი უგულავა მარნეულის იზოლატორშია გადაყვანილი. 

ის დღეს, დღის პირველ ნახევარში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ადვოკატები გიგი უგულავას რამდენიმე საათს მანძილზე ვერ პოულობდნენ - უცნობი იყო, სად გადაიყვანეს პოლიტიკოსი დაკავების შემდეგ.

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობდა, რომ შსს არ გასცემდა არანაირ ინფორმაციას იმაზე, თუ სად წაიყვანეს დაკავებული პოლიტიკოსი. 

კონდახიშვილი მარნეულში, უგულავასთან შესახვედრად ახლა მიდის. 

გიგი უგულავას გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კიდევ 14 ადამიანი დააკავეს. 

შსს-ის შეფასებითაქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს.

მანამდე აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. 


close დახურვა