logo
ENG



გიორგი კანდელაკი: შესაძლოა, მართლმადიდებლური ასამბლეის წევრთა ნაწილი რუსეთის ჯაშუში იყოს

05 ოქტ 201912:39
3 წუთის საკითხავი
 
d5hdmjlv4oww0cb.jpeg

„ევროპული საქართველო“ მართმადიდებლური ასამბლეის საქმეზე უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გამოძიების დაწყებას ითხოვს. განცხადება გიორგი კანდელაკმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კანდელაკმა პრესკონფერენციაზე ნატოს ორი წევრი ქვეყნის, ლიტვისა და ესტონეთის შესაბამისი სამსახურის დასკვნა წაარადგინა, რომელთა მეშვეობითაც იკვეთება, რომ შესაძლოა ასამბლეის წევრთა ნაწილი რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებდნენ.

„ასამბლეას არანაირი საერთო არ აქვს მართლმადიდებლობასთან და ის მხოლოდ რუსული ინტერესების  განხორციელებისთვის არის შექმნილი“, - განაცხადა კანდელაკმა.


close დახურვა