logo
ENG



გიორგი კოდუა ფრენების შეზღუდვაზე: ყოველი დღე ავიაციისთვის ძალიან დიდი ზარალია

02 ივლ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

ავიაციის სფეროში მომუშავე ექსპერტები ევროკავშირის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას დადებითად აფასებენ. მათი თქმით, მთავრობას ეს შანსი უნდა გამოეყენებინა, რადგან ავიაკომპანიები ფრენების შეზღუდვით ძალიან დიდ ზარალზე მიდიან.

მათი განცხადებით, ის გაურკვევლობა, რომელიც არსებობს ამ სფეროში ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს ავიაკომპანიებს, რადგან ფრენების აღდგენის კონკრეტული თარიღიც, რომ დასახელდეს, ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი მაინც დასჭირდება ტექნიკური საკითხების მოგვარებას, რათა ფრენების აღდგენა მოხერხდეს.

„ჯანდაცვის მხრივ არის კარგი, მაგრამ ეკონომიკური კუთხით არის ძალიან მძიმე იმიტომ, რომ ავიაკომოპანიები 1 ივლისისთვის ელოდებოდნენ საზღვრების გახსნას. ყოველი დღე ავიაციისთვის ძალიან დიდი ზარალია. იმედია, რომ ერთ თვეში გაიხსნება. ევროპა უკვე გახსნილია ჩვენთვის დარჩა მხოლოდ მთავრობის მზაობა, რომ ავიაციაზე დაიწყოს ღია ცის წესებით მუშაობა“, - აცხადებს Hub Georgia-ს გამგეობის წევრი გიორგი კოდუა.

მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

უსაფრთხო ქვეყნების სია ევროპულმა საბჭომ 30 ივნისს გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ Wizz Air-ის ქუთაისის ბაზა დაცარიელდა - კომპანია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. Wizz Air-ის ​წარმომადგენლის ანდრიას რადოს განცხადებით, ვიზეარის ბაზების ფუნქციონირება გაურკვეველი დროით არის დახურული.


close დახურვა