logo
ENG



გოგორიშვილი უგულავაზე: ოცნების ბოლო ჟამი დაიწყო, ყველას ვერ დაიჭერთ

10 თებ 202022:48
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპული საქართველოს" წევრი ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, გიგი უგულავას დაკავებით "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი აღსასრული დააჩქარა. 

გოგორიშვილის თქმით, მთელი ოპოზიციური სპექტრში უკან დახევას არ აპირებს და ისინი ბრძოლას გააგრძელებენ.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში აზრი არ აქვს ვილაპარაკოთ კანონიერებაზე და სასამართლოზე. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ივანიშვილი შეშინებულია და კარგავს ძალაუფლებას. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, რადგან გიგი არის ძალიან აქტიური და დიდი წვლილი შეჰქონდა ოპოზიციის ერთობაში. ბრძოლას გავაგრძელებთ და ახლა ვალდებულები ვართ არა მხოლოდ ხალხთან, არამედ გიგისთან. "ოცნების" ბოლო ჟამი დაიწყო და ამ ყველაფერს, იმ მასკარადს, რომელსაც აწყობენ დაესმევა წერტილი. ყველას ვერ დაიჭერთ და ვერ შეაშინებთ ამ თქვენი იდიოტური გადაწყვეტილებით", - განაცხადა გოგორიშვილმა "ფორმულას" ეთერში. 

 

 


close დახურვა