logo
ENG



გოგუაძე: საქართველოს ჰყავს მმართველი, რომლის სიტყვასაც ფასი არ აქვს

14 ნოე 201915:54
3 წუთის საკითხავი
 
nhz6d1u12xprfx9.jpg

„თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ნინო გოგუაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციური სპექტრი და საზოგადოება მიაღწევს შედეგს და ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში არ დატოვებს.

როგორც გოგუაძემ დღეს განაცხადა, სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილის არ არის.

„დღეს საქართველოში ყველამ დაინახა, რომ საქართველოს ყავს მმართველი, რომლის სიტყვასაც ფასი არ აქვს, რომელმაც ყველა აქამდე გაცემული დაპირება არ შეასრულა და არც მომავალში შეასრულებს. დღეს ივანიშვილმა გვითხრა, რომ ეს სახელმწიფო მისია და ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ ეს სახელმწიფო მისი კი არა ჩვენია. დღეს კრიზისული ვითარებაა და კონსოლიდაციის განსაკუთრებული უნარი გაგვაჩნია, აუცილებლად მივაღწევთ საზოგადოებასა და ოპოზიციურ სპექტრთან ერთად და ივანიშვილს არ დავტოვებთ მისი არაკომპეტენტური გუნდით ხელისუფლებაში, დღეს 19:00 საათზე ყველანი აქციაზე უნდა გავიდეთ," - განაცხადა გოგუაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. პარლამენტის წინ დღეს, 14 ნოემბერს 19:00 საათზე საზოგადოება და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ჩაგდებულ კანონპროექტს გააპროტესტებენ და აქციას გამართავენ.


close დახურვა