logo
ENG



გოცირიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სანახევროდ შესრულებული შეთანხმება იქნება

29 ივნ 202012:04
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კენჭს მესამე მოსმენით უყრიან. საპარლამენტო ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას დღესაც არ აპირებს. მიზეზი 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობა და გიორგი რურუას ამ დრომდე საპატიმროში ყოფნაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს არ ჩააგდებს.

„იმედია, ეყოფა კეთილგონიერება უმრავლესობას, რაიმე სიურპრიზს არ შემოგვთავაზებს და საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება დღეს მიღებული. ეს იქნება სანახევროდ შესრულებული შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიდო და კიდევ ერთხელ მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი და საერთაშორისო თანამეგობრობა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ". დღეს გყვავს პოლიტიკური პატიმრები“, - განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან საკონსტიტუციო ცვლილებებზე საბოლოო კენჭისყრა დღეს გაიმართება.

ცვლილებების არჩევნებზე მანდატების 120/30-ით ჩატარებას ითვალისწინებს, ხოლო ბარიერი 1% უნდა გახდეს. 

კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც კანონპროექტს ხმას საპატიმროდან „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გამოშვების შემდეგ მისცემენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ცვლილებებისთვის საჭირო 116 დეპუტატის ხმის მობილიზებას შესძლებენ.


close დახურვა