პოპ ვარსკვლავი ბილი აილიში გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე ყველაზე წარმატებული ვარსკვლავი გახდა. 18 წლის მომღერალმა გრემის 5 ჯილდო მიიღო. მან გაიმარჯვა მთავარ ნომინაციებში: გახდა საუკეთესო დებიუტანტი მომღერალი, ასევე დაჯილდოვდა წლის საუკეთესო სიმღერისთვის და ალბომისთვის. 8 ნომინაციაში იყო წარდგენილი ლიზო, მაგრამ მან მხოლოდ სამ კატეგორიაში გაიმარჯვა. ორი გრემი მიიღო ქემიქალ ბრაზერსმა. როკის საუკეთესო შესრულებისთვის გარი კლარკ ჯუნიორი დასახელდა. წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსთვის ჯილდო ლილ-ნას-იქსს და ბილი რეი საირუსს გადაეცა.
გრემის მფლობელები სხვა ნომინაციებშიც გამოავლინეს. პრესტიჟული ჯილდო წიგნისთვის "ჩემი ისტორია" შეერთებული შტატების ყოფილმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ მიიღო.