logo
ENG



გრიგოლ ვაშაძე: პოლიტპატიმრების გარეშე ლაპარაკი არაფერზე არ შედგება

28 თებ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალური მოლაპარაკებები დიპლომატების მონაწილეობით, როგორც ჩანს ფინალურ ეტაპზეა. მორიგი შეხვედრა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. მოლაპარაკებებისთვის „ქართული ოცნება“ ერთი საათით ადრე იყო მიწვეული, ამის შემდეგ რეზიდენციაში უკვე გაფართოებული შეხვედრა ოპოზიციის მონაწილეობით დაიწყო.

რთული სათქმელია შედგება თუ არა კონსესუსი. ეს არის ბოლო შეხვედრა. მოლაპარაკების ყველა მხარე აცხადებს, რომ კონსესუსისთვის მზად არიან თუმცა მათ აქვთ საკუთარი მოთხოვნები.

„ქართული ოცნება“ მზად არის ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა შეასრულოს, რომლის მიხედვითაც მთავრობის დაკომპლექტების უფლება ექნება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. აზრთა სხვადასხვაობა პროპორციებთან დაკავშირებითაც ფიქსირდება. „ქართული ოცნების“ ინიციატივა გულისხმობს მანდატების გადანაწილებას 110/40-ზე, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არაა და მანდატები 130/20-ზე უნდა გადანაწილდეს. ოპოზიციონერ დეპუტატებს სურთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები დასრულდეს.

„ეს არის არაფორმალური შეხვედრები, არავითარი ოფიციალური წინადადება არ გაკეთებულა და არც არავის არ მიუღია. მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ამ მონეტას ძველებურად ორი მხარე აქვს. პოლიტპატიმრების გარეშე ლაპარაკი არაფერზე არ შედგება, არავითარი წინადადება არ მიიღება და თუ ციხიდან არ გამოვა ის ხალხი რომლებიც შეთითხნილი ბრალდებებით სხედან და ის ხალხი რომლებზეც საქმეებია წარმოებული, ეს საქმეები არ შეწყდება, მაშინ არავითარი შეთანხმება არ შედგება“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციისთვის 110/40-ზე მანდატების გადანაწილება მიუღებელია. მისივე განცხადებით, ოპოზიციონერების მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გამოშვება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემაა.

„კითხვას 110/40-ზე მისაღებია თუ არა, რომ იყოს ასეთი შემოთავაზება მაინც არა არის მისაღები იმიტომ, რომ ეს არ არის პროპორციული მისწრაფების არჩევნები. ჩვენი პოზიციაა პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა, ასევე საარჩევნო სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომ მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პროპორციულ მისწრაფებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


close დახურვა