logo
ENG



გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა

17 ივნ 202114:28
3 წუთის საკითხავი
clock 1136
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა.

ის პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იქნება. მისი განცხადებით, თანამშრომლობას ყველასთან აპირებს.

"სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, არც ვაპირებდი შემოსვლას, მაგრამ რახან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ აბსოლუტურად ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს, თქვენ იცით, არის ტექნიკური ფრაქცია, ადამიანებს ამ ფრაქციაში ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი, ეს არის 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება, მაგრამ ყველა დანარჩენ საკითხზე ოპოზიციის ფართო სპექტრთან", - თქვა ვაშაძემ.

ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.

გრიგოლ ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობა 2020 წლის 15 დეკემბერს დატოვა. მან თქვა, რომ არ ეთანხმებოდა პარტიის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას - არჩევნების შედეგების და პარლამენტის ბოიკოტს. 


close დახურვა