logo
ENG



გურჯაანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

17 თებ 202417:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/17/du3nt193o8owp1v.jpg

პროკურატურის ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ და გასული წლის მაისში მკვლელობის გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

უწყების ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 21 მაისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ბრალდებულს წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, დაზარალებულთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა. აღნიშნულ ფაქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - ნათქვამია განცხადებაში. 

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) ჰქონდა წარდგენილი. 

 

close დახურვა