logo
ENG



დანილოვი: კონტრშეტევა ჯერ არ დაგვიწყია, როცა დავიწყებთ, ამას ყველა დაინახავს

07 ივნ 202318:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/07/c7b80oz7rz4zl9t.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი უარყოფს რუსი ოფიციალური პირების განცხადებებს უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის დაწყების შესახებ.  

"უკრაინას ჯერ არ დაუწყია დაგეგმილი კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად და მისი დაწყება ყველასთვის ცნობილი იქნება. რუსმა ოფიციალურმა პირებმა ადგილობრივი უკრაინული წარმატება უკრაინის ზოგიერთ სექტორში კონტრშეტევის დაწყებად აღიქვეს.

ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ყველაფრის [კონტრშეტევის] დაიწყებას, ჩვენი სამხედროები გადაწყვეტენ", - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევის დაწყების შესახებ საჯაროდ არ განაცხადებენ.


close დახურვა