logo
ENG



დაპირისპირება თეთრიწყაროში - სოფელ აბალიანში უცნობი პირები მანგანუმს მოიპოვებენ

15 აგვ 202020:50
3 წუთის საკითხავი
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ აბალიანის მოსახლეობა, მეორე დღეა უცნობ პირებს უპირისპირდება.

როგორც სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, ადამიანები, რომლებსაც ისინი არ იცნობენ და არავითარი საბუთი და ნებართვა არ წარმოუდგენიათ, სოფელში მანგანუმს მოიპოვებენ.

ფორმულას გადამღებ ჯგუფთან, ამ პირებმა, ბრალდებები უარყვეს. უცნობები აგრესიას გამოხატავდნენ, გადამღები ჯგუფის მიმართაც.  

ტერიტორიაზე, საიდანაც მოსახლეობამ ტრაქტორის ხმა პირველად გაიგო, ახლა თხრილები და განადგურებული სიმწვანეა. ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა გამოთხრილ კლდეს და გარეთ გამოტანილ, წასაღებად გამზადებულ მანგანუმს მიაკვლია. გაირკვა, რომ აქ წარსულში მანგანუმის მოსაპოვებელი კარიერი იყო. 

 


close დახურვა