logo
ENG



ჯიშკარიანი: ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა ვერ გასცემს პასუხს, ინექცია იყო თუ არა სიკვდილის გამომწვევი

25 ივლ 202017:00
3 წუთის საკითხავი
 

„ემპათიის“ ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის გვიან აღმოჩენის გამო, ვერ ხერხდება ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის, მათ შორის შესაძლო ზედაპირული დაზიანებების დადგენა. ერთ კვირაში გახდება ცნობილი ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხები, რომელიც დაადგენს, უკავშირდება თუ არა მედიკამენტებს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება.

„ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა ვერ გასცემს პასუხს, ინექცია იყო თუ არა, თუმცა გასცემს პასუხს, რით არის ინტოქსიკაცია და ეს ინტოქსიკაციის შედეგები რამდენად არის სიკვდილის გამომწვევი. 

კარგი იქნებოდა, უფრო ადრე ყოფილიყო გარდაცვლილის ცხედარი აღმოჩენილი. თუ სულ თავიდან აღმოაჩენდნენ, შესაძლებელი იქნებოდა, საერთოდ, პრევენციულიც ყოფილიყო ეს აღმოჩენა. სხვა მხრივ არაფერი კითხვა არ გვაქვს“, - განაცხადა ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტმა, მარიამ ჯიშკარიანმა.​

ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ამ დრომდე გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი დღეს დაკრძალეს.


close დახურვა