logo
ENG



დარჩიაშვილი: მივმართოთ ძალისხმევა, რათა აღდგეს ისტორიული სამართლიანობა, გავხდეთ EU-ის წევრი

26 დეკ 202211:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/26/o8hbvan16k6zviz.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების ხელისუფლებამ თანმიმდევრული პოლიტიკითა და რეფორმების განგრძობადობით მნიშვნელოვანი ფუნდამენტი შექმნა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე". ამის შესახებ მან ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

მისივე თქმით, "უნდა მიმართონ მაქსიმალურ ძალისხმევას იმისთვის, რათა აღდგეს ისტორიული სამართლიანობა და საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი".

"ჩვენმა ხელისუფლებამ თანმიმდევრული პოლიტიკით, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით, რეფორმების განგრძობადობით შექმნა მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ქვეყნის ეროვნული მიზნების, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე წარმატების მისაღწევად, ამ კუთხით გამოწვევებით აღსავსე 2022 წელს, მოხდა ისტორიული მნიშვნელობის უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. დღეს ევროკავშირი და ჩვენი ევროპული მეგობრები პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახია და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.

ევროპული საბჭოს მიერ 23 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით საქართველო გახდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი, ეს არის მოცემულობა, რომლისთვისაც ქართული დიპლომატია მრავალი წელი იღვწოდა. საქართველო გახდა ნაწილი ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტის, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის სტაბილურ, მშვიდობიან და განვითარებულ მომავალთან. დღეს სავსებით დამსახურებულად შეგვიძლია ვიამაყოთ ამ მიღწევით, თუმცა მიუხედავად ამისა, უნდა მივმართოთ მაქსიმალური ძალისხმევა იმისკენ, რომ აღდგეს ისტორიული სამართლიანობა და საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს", - თქვა დარჩიაშვილმა.

 

 


close დახურვა