logo
ENG



დეგნანი: იმედია, საგამოძიებოს უფროსს და მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ნაჩქარევად არ აირჩევენ

07 თებ 202216:12
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი: იმედია, საგამოძიებოს უფროსს და მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ნაჩქარევად არ აირჩევენ
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. 

შეხვედრის შემდეგ დეგნანმა თქვა, რომ პაპუაშვილთან სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შემდეგ შექმნილი სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზე ილაპარაკა. 

ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მსჯელობის საფუძველზე და არანაჩქარევად წარიმართოს და თანამდებობებზე საუკეთესო კანდიდატები შეირჩნენ. 

"ჩვენ ვთხოვეთ სპიკერს, რომ ეს პროცესი მსჯელობით წარიმართოს, გაითვალისწინოს კანონით განსაზღვრული დრო, იპოვეს საუკეთესი კანდიდატები ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე დასანიშნად. ეს თანამდებობები პასუხს აგებენ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაზე. ჩვენ ყველამ იცით, რამდენი ინფორმაციაა ონლაინ და მონაცემთა დაცვა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე იქამდე. მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ადამიანის უფლებები დაცულია. 

ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, კვალიფიციურები და იმედი მაქვს, მათი დანიშვნა არ იქნება ნაჩქარევი პროცესი". - თქვა კელი დეგნანმა

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ახალ სამსახურებში ხელმძღვანელები არ შეირჩევიან მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფო ინსპექტორის საქმეზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. 

"ასევე, ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს და დასკვნას გამოიტანს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების საქმეზე მანამ, სანამ ახალი დანიშვნები იქნება. კანონით, სახელმწიფო ინსპექტორის მოქმედ ხელმძღვანელს კვლავ აქვს 3 წელი, დარჩეს თანამდებობაზე. მას მანდატი 6 წლით მიენიჭა, გასული 3 წლის განმავლობაში მის მიმართ შენიშვნები არ ყოფილა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება ახალ დანიშვნებამდე". - ამბობს ელჩი. 

2019 წელს ინსპექტორი საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით აირჩია. მის კომპეტენციაში შევიდა სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერებაზე კონტროლი.

2021 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაიწყო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვა და 4 დღეში დაამტკიცა კიდეც.  სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.

პარლამენტის ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, ისე სახალხო დამცველმა


close დახურვა