დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კლინიკაში გადაიყვანეს. ბორის ჯონსონს საავადმყოფოში კორონავირუსზე განმეორებით ტესტს ჩაუტარებენ.
11 დღე გავიდა, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კორონვავირუსი დაუდასტურდა, მას ისევ აღენიშნება ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა. ბორის ჯონსონი მთავრობის მუშაობაზე ამ დრომდე პასუხისმგებელია. მან მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.